თაობაში, კარლ პოპერის სახელობის კონსტრუქციული დებატების ფინალი გაიმართა.
დებატების რეზოლუცია იყო: „სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა უფრო მეტად განამტკიცებს ეროვნულ სტაბილურობას, ვიდრე კულტურული იდენტობის ირგვლივ კონსოლიდაცია.“
ტურნირში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავდაჯერებულად წარმოადგინეს საკუთარი პოზიციები, ეფექტურად გამოიყენეს მაგალითები და ლოგიკური მსჯელობა, რამაც დებატები საინტერესო და დინამიკური გახადა.
ტურნირმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა დებატების მნიშვნელობა მოსწავლეთა პიროვნული და აკადემიური განვითარების პროცესში. აქტივობამ ხელი შეუწყო კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, საჯარო გამოსვლის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.
ასევე, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობაში და ჩამოეყალიბებინათ ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი მოქალაქისთვის საჭირო ხედვები, დამოკიდებულებები და მოქალაქეობრივი პოზიცია.
ტურნირის გამარჯვებული გახდა უარმყოფელი გუნდი: მირანდა ლომინაძე, ელისაბედ დიასამიძე და გიორგი ბერიძე